logo
ENG



კინზინგერი: უკრაინაზე რუსეთის საფრთხის ფონზე, საქართველოს უნდა გავუორმაგოთ დახმარება

08 დეკ 202111:10
3 წუთის საკითხავი
 
კინზინგერი: უკრაინაზე რუსეთის საფრთხის ფონზე, საქართველოს უნდა გავუორმაგოთ დახმარება

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის საფრთხეების გათვალისწინებით, აშშ-მ საქართველოს უნდა გაუორმაგოს დახმარება. კინზინგერი წერს, რომ აშშ-ში ქართულ დელეგაციას, მათ შორის, საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრებს უმრავლესობიდან. 

"ახლახანს მქონდა კარგი და ჯანსაღი შეხვედრა ჩვენს კარგ პარტნიორთან, საქართველოს დელეგაციასთან. უკრაინაზე რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ მათ [საქართველოს] უნდა გავუორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერ ოკუპირებულია", - წერს ის.

 


close დახურვა