logo
ENG



კირბი: გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ უკრაინამ წარმატების მიღწევა შეძლოს

07 ივნ 202318:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/mgb3aoslpyzgf0q.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ყველაფრის გაკეთებას გააგრძელებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.

"ვნახეთ შეტყობინებები კაშხლის აფეთქებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ის გასულ წელს უკანონოდ იქნა აღებული რუსეთის მიერ და მას შემდეგ, ის ოკუპირებული აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ცნობების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს უკრაინის კონტრშეტევაზე.

გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში ნახავთ დახმარების დამატებით პაკეტებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს", - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.

გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ამ დროისთვის, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი.  


close დახურვა