"ქართული ოცნების" პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება.
"მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას, ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი... ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე", - თქვა კირცხალიამ.
