logo
ENG



კისინჯერი: უკრაინასა და რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება

08 მაი 202311:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/iv0w7e5n3tkhubt.jpg

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება.

კისინჯერის თქმით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჩინეთის წყალობით იქნება შესაძლებელი.

ომის დასაწყისში მხარეებმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, რომელთაგან ერთ-ერთი თურქეთში გაიმართა. თუმცა, ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოუტანია.

რუსეთი დროდადრო საჯაროდ "ითხოვს მოლაპარაკებებს". კერძოდ, მარტში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თითქოს უარს არ ამბობს უკრაინასთან "სერიოზულ მოლაპარაკებებზე".

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


close დახურვა