logo
ENG



კლინიკაში გადაყვანის გამო, ოსტინმა უფლებამოსილება მოადგილეს გადააბარა

12 თებ 202423:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/12/suu4vh132wcjl1j.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავისი უფლებამოსილება მის მოადგილეს, კეტლინ ხიკსს გადააბარა.

დღეს, 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ოსტინი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი მოუწევს მას კლინიკაში ყოფნა.

პენტაგონში ამბობენ, რომ კეტლინ ხიკსი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. უფლებამოსილების გადაბარებამდე პენტაგონმა ინფორმაცია თეთრ სახლსა და კონგრესსაც მიაწოდა.

***

გასული წლის 22 დეკემბერს ლოიდ ოსტინი მერილენდის უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში 1 იანვარს გართულებების გამო დაბრუნდა, რაც საშარდე გზების ინფექციას მოიცავდა. მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ მხოლოდ 4 დღის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო პენტაგონს 9 იანვრამდე არ დაუკონკრეტებია, რა დიაგნოზით მკურნალობდა თავდაცვის მდივანი. 

მოგვიანებით, ოსტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მაღალჩინოსნებს პროსტატის კიბოს დიაგნოზის შესახებ დროზე ადრე არ შეატყობინა. 70 წლის ოსტინმა ასევე მოიბოდიშა იმის გამო, რომ მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია გასაიდუმლოებული იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრი სახლის უფროსმა პერსონალმა და თვითონ ბაიდენმა არაფერი იცოდნენ.

 

 

 

 


close დახურვა