logo
ENG



კლიჩკო: რუსეთმა ღამით კიევზე ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ

08 მაი 202313:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/u3mnkf4ummr0ahp.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა ღამით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ", - თქვა კიევის მერმა.

კლიჩკო ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად არც ერთი ქალაქის მცხოვრები არ დაღუპულა. მისი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სვიატოშინსკის რაიონში მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

"ამ სახლში მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. 5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა კლიჩკომ.

გუშინ ღამით, რუსული ძალები კიევს დრონებით დაესხნენ თავს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დრონების ნამსხვრევები სვიატოშინსკის რაიონში ორსართულიან შენობას დაეცა.


close დახურვა