logo
ENG



კობახიძე: აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით

05 ივლ 202311:39
3 წუთის საკითხავი
 

"კობახიძე: აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით", - ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ კითხვას, ყოფილი პრეზიდენტის შესახებ გამართავენ თუ არა უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციებს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ერთი, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის. და მეორე, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. ზელენსკი საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.


close დახურვა