logo
ENG



კობახიძე: გამოწერილი ჯარიმები კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაშია

10 ნოე 202014:26
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/9b9sodt0jnhpkt9.jpg

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წუხელ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოწერილი ჯარიმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

კობახიძის თქმით, გადაადგილების აკრძალვა ადამიანის უფლებების შეზღუდვის რბილი ფორმაა.

"ერთადერთი არსებითი შეზღუდვა დაწესებულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე დაწესდეს ასეთი რბილი ზომა. შესაბამისად, კონსტიტუციასთან ესაა შესაბამისობაში, კანონთან ეს შესაბამისობაშია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოწერილი ჯარიმა კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაშია", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით დააწესა, რომელიც 10 ნოემბრიდან ამოქმედდა. 

10 ნოემბერს პარლამენტთა გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი, ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. გარდა ამისა, წესის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ მოქალაქეებიც.

NGO-ები ამბობენ, რომ მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველიც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება. 


close დახურვა