logo
ENG



კობახიძე: გაშლილია ნაცმოძრაობის ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

24 აგვ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: გაშლილია ნაცმოძრაობის ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამასთან, ის აცხადებს, რომ არჩევნების გადადებისთვის კამპანიას ნაციონალური მოძრაობა ატარებს.

"არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ესაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს არის უკვე ანომალია. ხედავთ რომ გაშლილია ნაცმოძრაობის ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი გამოცხადება. ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან. მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, მერე სირცხვილიამ გააგრძელა. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ნინო ლომჯარიამ დაიწყო და გააგრძელა სირცხვილიადან მიშა მშვილდაძემ", - განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.


close დახურვა