logo
ENG



კობახიძე: დიპლომატების მოსმენა არ ხორციელდება, საინტერესო ინფორმაცია ჯერ ვერ გამოაგდეს

20 სექ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: დიპლომატების მოსმენა არ ხორციელდება, საინტერესო ინფორმაცია ჯერ ვერ გამოაგდეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ უწყებიდან გამოჟონილი მასალებიდან "ჯერჯერობით საინტერესო ვერაფერი მოვისმინეთ". 

"ეს არის აბსურდული მოთხოვნა. ჩვენ დღემდე ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, შეუძლიათ გააგრძელონ ერთობლივად, გვარამიამ, მელაძემ, გახარია-ხოჯევანიშვილმა. შეუძლიათ კიდევ გამოყარონ დამატებით ინფორმაციები, თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ არ ვიცი, ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ გამოაგდეს. თუ ვინმეს უსმენდნენ ისინი წარსულში, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, მაგრამ რატომ უსმენდნენ, რისთვის უსმენდნენ, როგორ და რატომ ინახავდნენ, ეს არის მათთვის დასასმელი შეკითხვა", - თქვა კობახიძემ. 

რაც შეეხება ელჩების ფარულ მიყურადებას, ის ამტკიცებს, რომ საქართველოში დიპლომატების ფარული მოსმენა არ ხორციელდება.

"ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამ ე.წ. მოსმენებიდან ჩვენ ვერ გავიგეთ. არანაირი დიპლომატების მოსმენას საქართველოში არ ხორციელდება", - ამბობს კობახიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 

 


close დახურვა