logo
ENG



კობახიძე: ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთისთვის

30 მაი 202312:14
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთისთვის

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. დემარშით ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების დაწესება მოითხოვეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს, კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებენ.

"ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია ისე რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები, ამტკიცებდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა კობახიძემ.

29 მაისს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს. 

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ფრენებთან დაკავშირეით გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, თუმცა ეს მოითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც.


close დახურვა