logo
ENG



კობახიძე: თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქი იქნება

11 მარ 202016:56
3 წუთის საკითხავი
clock 397

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.

„თბილისის შემთხვევაში მოვახერხეთ სხვა რეგიონებში გადამატება და თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქი იქნება. თბილისში არის 6 შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული, არის შედარებით მცირე ოთხი რაიონი და მოხდება მათი დაწყვილება“, - აღნიშნა კობახიძემ.

სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ თბილისში 8 ოლქი ყოფილიყო.

საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს ბიუროზე 5 საათზე უნდა დარეგისტრირებულიყო თუმცა ბიუროს სხდომა ერთი საათით გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.


close დახურვა