logo
ENG



კობახიძე: ოპოზიცია ყალბ ვიდეოს (Deepfake) ამზადებს, რომელიც შეიძლება არჩევნების დღეს გამოიყენონ

26 ოქტ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ყალბ ვიდეოს ამზადებს, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს ან არჩევნების წინა დღეს განთავსდეს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, deepfake.

შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს". - თქვა მან დღევანდელ ბრიფინგზე. 

deepfake ვიდეოს გაყალბების ტექნოლოგიაა, როდესაც გამოსახულ ადამიანს არასდროს უთქვამს ან გაუკეთებია ის, რაც ვიდეოში ჩანს, ეს არის სინთეზირებული კონტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა