logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილი კაცი რომ იყოს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

18 ნოე 202101:40
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სააკაშვილი კაცი რომ იყოს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს, რადგან მას არ აქვს "პასუხისმგებლობა და ღირსება". 

მისი შეფასებით, "სააკაშვილი კაცი რომ იყოს, შიმშილობას ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა". 

"სააკაშვილი პასუხისმგებლიანი კაცი რომ იყოს, დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი [ხოშტარია] რეალურად შიმშილობს და მას აქვს გაუარესებული მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის კაცობაზე ყველას აქვს სათანადო წარმოდგენა. ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას არ აქვს სათანადო ღირსება". - თქვა კობახიძემ იმედის ეთერში. 

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია უკვე 14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ექსპრეზიდენტს კი, თავის მხრივ, შიმშილობის 47-ე დღე აქვს. 

იმისთვის, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სათანადო მკურნალობისთვის. თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს და ექსპრეზიდენტს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ტოვებს, სადაც სააკაშვილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის - მას პატიმრების მხრიდან გინების მოსმენა უწევს. 


close დახურვა