logo
ENG



კობახიძე: ჩვენ არ გვქონია არცერთი ულტიმატუმი, ოპოზიციას ჰქონდა ორი

31 მარ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 30 მარტს გამართული მოლაპარაკებების დროს მათ დოკუმენტზე ხელმოწერის "პრინციპული თანხმობა" გამოთქვეს, ოპოზიციამ კი ულტიმატუმები წამოაყენა.

ამაზე მან ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და თქვა, რომ თანაგუნდელებს მოლაპარაკებების დეტალები გააცნო. 

"ჩვენ არ გვქონია არცერთი ულტიმატუმი მოდერატორის დიპლომატების წინაშე, რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ 2 ულტიმატუმი, ერთი იყო არჩევნები, მეორე [გიორგი] რურუას თემა. 2 ულტიმატუმი დააყენა ოპოზიციამ. 

ოპოზიციას ჰკითხა დანიელსონმა მოსაზრებები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და როცა დააყენა 2 ულტიმატუმი, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩვენ გვქონდა 4 ნიუანსზე მოსაზრებები, თუმცა ავღნიშნეთ, რომ არგუმენტებით გაგვეგრძელებინა მსჯელობა.

ჩვენ გამოვთქვით პრიუნციპული თანხმობა, დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ. 

დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, მისი მეორე ვიზიტის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე პარტიები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მისივე თქმით,  იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხარეებს შორის შეთანხმება იქნებოდა. 


close დახურვა