logo
ENG



კობახიძე Daily Mail-ზე: აქ არის უამრავი უზუსტობა და ფეიკ ინფორმაცია

11 მაი 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
j3ky9hqvdk11rnj.png

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საქართველოში კრემლთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას ფეიკ-ნიუსს უწოდებს.

კობახიძს თქმით, daily maily-ი არ არის სანდო მედიასაშუალება და მას არაერთი სასამართლო დავა წაუგია. 

„აქ არის უამრავი უზუსტობა და ფეიკ-ინფორმაცია. რაც შეეხება თავად გამოცემას, ფაქტს გეტყვით, რომ დონალდ ტრამპის ოჯახმა ამ გამოცემას სასამართლოში 3-მილიონიანი დავა მოუგო, რაც ბევრ რამეზე ემტყველებს. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერესი. ჩვენ ვნახეთ როგორ მზადდება საერთაშორისო გაშუქება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ხმრიდან. ვიცით რა კონტრაქტებს აფორმებენ ისინი. რა ინტერესები შეიძლება იყოს ამ საქმეში ამასაც დავაზუსტებთ და მოგახსენებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

საუბარია Daily Mail-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა. 


close დახურვა