logo
ENG



კობახიძე გამგებელზე: არასამსახურეობრივ დროს ყველას შეუძლია, გამოხატოს პოზიცია

21 ივნ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე გამგებელზე: არასამსახურეობრივ დროს ყველას შეუძლია, გამოხატოს პოზიცია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ არასამსახურებრივ დროს ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს. 

"ვერ გეტყვით, არამსახურებრივ პერიოდში ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არ ვიცი, შინაარსიც არ ვიცი, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში". - თქვა კობახიძემ. 

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერზე გამოაქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები "სი*ებად და ქვეყნის მტრებად" მოიხსენიებს. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 


close დახურვა