„თითებს ნუ იქნევთ, ჩაგაბარებთ წარსულს“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს, მოხსენების ნაწილი, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის გაქრობა მათი პოლიტიკური ამოცანაა.
„ნაციონალების გაქრობა" ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა. ისინი არიან საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. ამაზე ყველა ვთანხმდებით, ამაზე შეთანხმდა მილიონ 150 000 ადამიანი, რომელმაც ბოროტებად გამოაცხადა ნაცმოძრაობა. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ნაცმოძრაობა უნდა გაქრეს, მაგრამ უნდა გაქრეს სწორედ ამ პროპორციული სიტემის პირობებში. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ ვერც ნაცებმა, ვერც შმაცებმა ორნიშნა მაჩვენებელი ვერ დადოთ. ეს უნდა ვაჩვენოთ იმ უმცირესობას, რომლებმაც ჯერ კიდევ მხარი დაუჭირა მათ. იმდენად მარტივია მათი სახის ჩვენება, ფაქტი სახეზეა. ახლა ბატონი დიტო მხეიძე კითხვას სვამდა და ბატონი კაკო ბობოხიძის რეპლიკა იყო დიტო სტიქაროსანიო. ესაა მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, არიქა ცხვარი გარბისო. კაკო ბობოხიძე არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ის ნებისმიერ დროს ესვრის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. ასე რომ არ ყოფილიყო, 20 %-ს არ ჩააბარებდით მტერს. თითებს ნუ იქნევთ, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრებს, ჩაგაბარებთ წარსულს. რას გიზამ იცი სერგო, დაგამთავრებთ. ეგ იქნება პასუხი, ნუ იკრიჭები სერგო, ნუ იკრიჭები, ეს არის თქვენი ლუსტრაცია, თქვენი სახე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.