logo
ENG



კობახიძე სააკაშვილზე: ციხეში ყოფნა ეკუთვნის და არაა, ჯანმრთელობაზე მინიშნებები არასწორია

25 ივლ 202312:47
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "მინიშნებები" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "არასწორი, არაეთიკურია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის საქმეს და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშფოთებთ.

"თქვენ ნახეთ იმავე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და, საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს, როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ, არასწორია, არაეთიკურიცაა. ეს შემიძლია გითხრათ. კაცი პატიმარია, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არაა. კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს, უბრალოდ, არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა