logo
ENG



კობახიძე სუს-ის ფაილებზე: ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს

16 სექ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock 794
კობახიძე სუს-ის ფაილებზე: ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ჩანაწერების გავრცელებით "ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს", რაზეც "კონკრეტული ტელევიზიის მენეჯმენტის წარმომადგენლები შფოთავენ".

როგორც მან თქვა, ჩანაწერებმა ინტერესი იმიტომ არ გამოიწვია, რომ "სისულელეები ვრცელდება".

"გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიეების მენეჯმენტის წარმომადგნელები. რატომ ვერ გამოიწვიეს, იცით, ინტერესი? იმიტომ, რომ სისულელეები ვრცელდება. იმდენად უინტერესოა მასალები... ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ ან რატომ უნდა გააკეთო ეგეთი ჩანაწერი - ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ, ამაზე რატომ უნდა გააკეთო ჩანაწერი და მერე, კაი, გააკეთე, რატომ უნდა შეინახო, ეს არის გაუგებარი", - თქვა კობახიძემ.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა