logo
ENG



კობახიძე ფაილებზე: თუ ავთენტურია, უნდა დაინტერესდეს გამოძიება, იკვეთება კანონდარღვევა

17 სექ 202122:27
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ფაილებზე: თუ ავთენტურია, უნდა დაინტერესდეს გამოძიება, იკვეთება კანონდარღვევა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გავრცელებული ფაილების ნამდვილობა დადგინდება, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან კანონდარღვევით ჩაიწერა. პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ გავრცელებული ფაილები "უინტერესო" იყო, მაგრამ არის რაღაცები, რაც სინამდვილეს შეესაბამება.

"მე რაც მოვისმინე, იყო აბსოლუტურად უინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაღაცა ნაკურთხი წყალი მე თვალით არ მინახავს საერთოდ, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი. [...] არის რაღაცები, რაც სინამდვილეს შეესაბამება. 

თუ რაიმე ავთენტურია, რა თქმა უნდა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. იმიტომ, რომ იკვეთება კანონდარღვევა. ან უნდა ყოფილიყო სასამართლო წესით გაცემული ნებართვა მოსმენასთან დაკავშირებით, წინასწარ ან პოსტ ფაქტუმ. თუ რაიმე არის ავთენტური და ამაზე არ არის შესაბამისი წესით გაცემული ნებართვა, რა თქმა უნდა, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს და მათ შორის უნდა დაინტერესდნენ იმით, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო უშუალოდ პასუხისმგებელი ასეთი ავთენტური მასალების მოსმენაზე, შენახვაზე და ა.შ.", - ამბობს კობახიძე.  

 


close დახურვა