logo
ENG



კობახიძე ცესკო-ს პირველად მონაცემებზე: აქ კითხვის ნიშანი ვერ იქნება

01 ნოე 202003:56
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ცესკო-ს პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდს აქამდე დათვლილი ხმებიდან (30%-ზე მეტი) 50%-ზე მეტი აქვს, კითხვის ნიშნებს არ აჩენს.

კობახიძის თქმით, საარჩევნო უბნებში ოქმის შედგენას 12 კომისიის წევრი ესწრება, საიდანაც 3 ადამიანი ოპოზიციის მიერაა დანიშნული.

"იქ ოქმი დგება და მოდის ცესკო-ში და არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია. რაც იქნება ასახული ოქმებში, ის იქნება ასახული ცესკო-ს მონაცემებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ, მაგრამ მაინც მოაწყვეს მცირე საბოტაჟი და შეაწყვეტინეს ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. რაც უბნებზე ითვლება, ის მოდის ცესკო-ში და აქ ეჭვი ვერ იქნება შეტანილი. აქ კითხვის ნიშანი ვერ იქნება. რაც არის პროცენტები, ის არის დათვლილი უბნებზე. სპეკულაციებია ციფრების  ცვლილებებზე საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.  

უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. 

დათვლილია საარჩევნო უბნების 28,2%. 

წინასწარი შედეგებით:

ქართულ ოცნებას აქვს - 54,72%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 23,61%

ევროპულ საქართველოს - 3,99%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,46%

ლელო - 2,66%

გირჩი - 1,91%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 0,93%

ლეიბორისტული პარტია - 0,92%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,73%

ოპოზიციური პარტიის წევრები შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს მეშვეობით არჩევნებს აყალბებს.


close დახურვა