ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ-19 და უკვე მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მას 2 დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები. ვეცადეთ მის მკურნალობას, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, მოგეხსენებათ, რომ ორმხრივი პნევმონია და ვირუსი სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ ბოქსირებულ განყოფილებაში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, შესაბამისად დღეს წამოაყენეს კიდეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა სოლოღაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.