logo
ENG



კომენტარს არ გავაკეთებ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ადვოკატს ხვდება

25 მაი 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ადვოკატთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე „ფორმულამდოროყაშვილს გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მცირე განმარტებების გაკეთება სთხოვა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დოროყაშვილმა თქვა, რომ განცხადებას საქმესთან დაკავშირებით მისი ადვოკატი გააკეთებს.

დოროყაშვილის უფლებადამცველების პრესკონფერენცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ადვოკატი აცხადებენ, რომ საქმე საკმაოდ სენსიტიურია და ყველას მოუწოდებს, ინტერპრეტაციებისგან და სპეკულაციისგან თავი შეიკავონ.

„ქალის მიმართ, რომელმაც შეძლო, გადადგა ასეთი ნაბიჯი თავისი თავის და შვილის დასაცავად და რეალურად წინასწარაც ვიცოდით რომ ეს არ იქნებოდა ადვილი, თუმცა ის ზეწოლა, რომელიც ბევრი ადამიანისგან მის მიმართ ხორციელდება, არც ეთიკურია და არც სამართლებრივად სწორი. ამიტომ გთხოვთ უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებისთვის ძალადობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრს ეხება საქმე. ეს საკითხი არავის უხარია. არავისთვის არ არის ადვილი, არც ჩვენთვის და მით უმეტეს ქალბატონი ნელისთვის არის ურთულესი ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა გამოსავალი აღარ დარჩა და მიმართა სამართლებრივ გზებს“, - განაცხადა ადვოკატმა ანა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდაბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 


close დახურვა