logo
ENG



კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს

10 აგვ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
5b4rdnpfxrwamnu.png

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება.

მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია "მემო 98"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა