ამერიკელი კონგრესმენი ილჰან ომარი თბილისი პრაიდს სოლიდარობას უცხადებს.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის"-წერს კონგრესმენი twitter-ზე.
We stand in solidarity with all those fighting for equality in Tbilisi, Georgia. https://t.co/Lt01BX5Nsp
1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.
30 ივნისს საელჩოებმა თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.