14 ოქტომბერს 20 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველში მოაწერეს ხელი იმ საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელსაც კონკორდატის სახელით ვიცნობთ. სწორედ ამ ხელშეკრულების მიზნებზე და შედეგებზე მოგითხრობთ დროების სიუჟეტში. გავიდა მრავალი წელი და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა უფრო პრობლემური ხდება. არადა ამ კონკორდატის მიზანი და იმდროინდელი სულისკვეთება სხვა რამ იყო. სამწუხაროდ ამ მნიშვნელოვან თარიღზე საპატრიარქო მედიას და შესაბამისად ფართო საზოგადოებას არ ესაუბრება. 20 წელი საკმაოდ დიდი დროა დაგროვილი გამოცდილების შესაფასებლად, კრიტიკული ანალიზისთვის. ეს ყველას ჭირდება: ეკლესიასაც, სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც. დროება თხრობას 20 წლის წინანდელი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენით დაიწყებს.
კონკორდატის 20 წელი - დროება
23 ოქტ 202220:42
3 წუთის საკითხავი