კოპენჰაგენში საშობაო ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია ნაძვის ხის განათებით აღნიშნეს. 10 მეტრის სიმაღლის ხე წელს პირველად, 3 ათასი სვაროვსკის კრისტალით გააფორმეს. დეკორაციის ღირებულება 145 ათას დოლარს აჭარბებს. დიზაინერებმა ნაძვის ხის გაფორმებას 10 დღე მოანდომეს, მთლიანად გასართობ პარკში კი, მილიონზე მეტი ფერადი ნათურა დაამონტაჟეს. საშობაო ბაზრობა კოპენჰაგენში 5 იანვრამდე გაგრძელდება.