კორეის ნახევარკუნძულზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. ოფიციალურმა ფხენიანმა სამხრეთ კორეელი ელჩების მიღებაზე უარი განაცხადა. ელჩები ესკალაციის შესამსუბუქებლად ორმხრივ მოლაპარაკებებში უნდა ჩართულიყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დანაყოფები უკვე საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი საზღვრისპირა რეგიონებში ყველა სახის რეგულარულ წვრთნებს განაახლებს. ასევე, იგეგმება დემილიტარიზებულ ზონაში სასაზღვრო პუნქტების დაბრუნება.
ჩრდილოეთ კორეის ჯარები ამ ტერიტორიიდან 2018 წლის შეთანხმების საფუძველზე გაიყვანეს. ქალაქ კესონში მდებარე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამოკავშირეო ოფისი ფხენიანის გადაწყვეტილებით გუშინ ააფეთქეს.