logo
ENG



კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირების არეალი გაფართოვდა

30 აპრ 202010:50
3 წუთის საკითხავი
clock 342

მიზნობრივი ტესტირების არეალი გაფართოვდა. ცხელების ცენტრებში მოხვედრილ ადამიანებსა და მათ, ვისაც კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან ჰქონდათ, საზოგადოების ის ნაწილი დაემატა, ვინც სხვადასხვა კლინიკას ფილტვების ანთებითა და ცხელებით მიმართავენ.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. მან განმარტა, რომ 3 დღეში მიზნობრივი ტესტირებების არეალი საგრძნობლად იმატებს და ქვეყანაში კოვიდინფექციაზე გატესტილი ადამიანების რაოდენობა გერმანიის სტატისტიკას გაუტოლდება

„ცხელების ცენტრებში  მოხვედრილ პაციენტებს და იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნებათ სიმტპომები, ვინც კონტაქტში იყვნენ საეჭვო პირებთან, დაემატა ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ ცხელების ცენტრში, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი ნებისმიერი ავადმყოფი, რომელსაც აქვს ფილტვების ანთება და ტემპერატურა, ყველა მათგანი იტესტება. მიზნობრივი გამოყენება ყოველთვის სწორი გვქონდა. ეს მცირე რაოდენობის ტესტები გამოყენებული იყო მაქსიმალური სარგებლიანობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიკვლევდით იმათ ვისი გამოკვლევაც საჭირო იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


close დახურვა