logo
ENG



კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა

07 აპრ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულას“ ინფორმაციით, კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. კიდევ ორი შვილს შემოწმება უტარდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დეპუტატს დაუდასტურდა - ის ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. ამის შემდეგ ვირუსი დეპუტატს და მის მამას დაუდგინდა.

შემდეგ კი ვირუსი დაუდასტურდა ჯერ ერთ, ახლა კი მეორე შვილს. 

რუსთავში თვითიზოლაციაშია 72 ადამიანი, მათ შორის საკრებულოს 20 დეპუტატი. შესაძლოა, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, რუსთავიც ჩაიკეტოს.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 195 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4708 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი. 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პირი.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

 


close დახურვა