logo
ENG



კორონავირუსი უკვე ირანშიც დაფიქსირდა

20 თებ 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 108 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულების საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 2029-მდე გაიზარდა.  

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია. 10 000-ზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და მათ სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონში დამატებით სამედიცინო პერსონალს გაგზავნიან. 

პირველად კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა ირანში. ​იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტახნის წინ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფი საკრუიზო გემზე კორონავირუსისგან ორი მგზავრი გარდაიცვალა.

დაავადება გემზე კიდევ 79 მგზავრს გამოუვლინდა. პარალელურად მიმდინარეობს იმ პირების ევაკუაცია, ვისაც საშიში დაავადება არ დაუდგინდა.    

 

 


close დახურვა