logo
ENG



კორონავირუსით გარდაცვლილთა გლობალურმა მაჩვენებელმა 362 ათასს გადააჭარბა

29 მაი 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით გარდაცვლილთა გლობალურმა მაჩვენებელმა 362 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში, ვირუსი 120 ათასამდე ადამიანს დუდასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ ევროპაში  გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა კოვიდ 19-ს უკავშირდება. ევროპის 24 ქვეყანაში მოსალოდნელზე 159 ათასი ადამიანით მეტი დაიღუპა.

ახალი, დაკორექტირებული მონაცემები გამოაქვეყნა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც. სტატისტიკის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში აპრილის თვეში კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებელი გაორმაგებულია. უწყება აღიარებს, რომ მოსკოვში ვირუსს 639 ნაცვლად, 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა