logo
ENG



კორონავირუსით დაინიფიცირებული ექთანი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

13 მაი 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

ექთანი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს. ქალი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გუდაურის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, ის კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, თუმცა მკურნალობის კურსის დაწყებიდან 2 დღეში, მას სიმპტომები მოეხსნა.

"ჩვენი კლინიკის 30 თანამშრომელს ჩაუტარდა ორმაგი ტესტირება. ეს იყო სწრაფი ტესტი და ამასთან ეს იყო პისიარ ტესტირებაც. ყველასთან კვლევის შედეგი უარყოფითი იყო. ეს პაციენტი ჩვენტან მკურნალობდა 7 დღე  და ჰქონდა შემცივნება, მაღალი ტემერატურა, საერთო სისუტე, ხველა, პნევმონია. მეშვიდე დღეს კი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან და დაბრუნდა საკარანტინე სივრცეში. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და ინფქციონისტებმა ყველა კონტაქტი გამოიკვლიეს და მასთან ირიბად თუ პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში მოათავსეს",-აცხადებს ზაზა ლუირსმანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ქალი ცხელების ცენტრში 1-ელ მაისს გადაიყვანეს და 8 მაისს კვლვავ საკარანტინე სივრცეში დაბრუნდა, სადაც კარანტინის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე კოვიდ-19 დაუდასტურდა. შემთხვევის გამო, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დაავამდყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო განყოფილებაში კარანტინია გამოცხადებული. 

ამ დროისთვის საქართველოში დაინფიცირებულია 647 ადამიანი. 


close დახურვა