პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
„გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.