logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

02 აპრ 202019:20
3 წუთის საკითხავი
 
4vugy0fmjfqk88o.png

stopcov.ge-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 131 პირს დაუდასტურდა. აქედან, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 


close დახურვა