ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის, 18 პაციენტი დაიღუპა თბილისში, 9 - აჭარაში, 9 - იმერეთში, 2 - შიდა ქართლში, 5 ქვემო ქართლში, 1- კახეთში, ხოლო 1 სამცხე-ჯავახეთში.
ჯამში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსს 778 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს, 16 ნოემბერს, ქვეყანაში ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 638 პაციენტი.