საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 872 კვლევა, აქედან 33 873 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 999 PCR-ით.
NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 083 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 831 815 ადამიანია აცრილი, მათგან 245 207 ორჯერადად.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,97%-ია, ბოლო 14 დღის - 10,63%-ია, ხოლო 7 დღის - 11,14%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 2 540 შემთხვევა;
- აჭარა - 810;
- იმერეთი - 782;
- ქვემო ქართლი - 307;
- შიდა ქართლი - 363;
- გურია - 172;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368;
- კახეთი - 513;
- მცხეთა-მთიანეთი - 157;
- სამცხე-ჯავახეთი - 146;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 54 763 აქტიური შემთხვევაა. 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 013. მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 490 462 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 429 190 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 483 კი გარდაიცვალა.