დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა. დღე-ღამეში 44 536 ტესტი გაკეთდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური ა- 12,79%, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის - 10,05%
5 697 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2600 თბილისში დადასტურდა, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა 678,
- იმერეთი 649,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი 363,
- კახეთი 359,
- შიდა ქართლი - 289,
- მცხეთა-მთიანეთი 191,
- გურია 170,
- სამცხე-ჯავახეთი 103,
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 41.
NCDC-ის ცნობით, 24 საათში ჩატარდა 23 744 აცრა, 10 აგვისტოს მონაცემებით კი სრულად აცრილია 204 234 ადამიანი.