საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 015-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 151 ადამიანი, 28 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა, აქედან 25 325 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 372 PCR-ით.
26 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 121 263 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,56%-ია, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,71%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 550 შემთხვევა;
- აჭარა - 71;
- იმერეთი - 84;
- ქვემო ქართლი - 65;
- შიდა ქართლი - 35;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102;
- კახეთი - 46;
- მცხეთა-მთიანეთი - 28;
- სამცხე-ჯავახეთი - 12;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 694 აქტიური შემთხვევაა. 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 094, აჭარაში - 436, იმერეთში - 523. მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 13, იმერეთში - 17. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 284- აჭარაში. 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 327 პირი, აჭარაში - 2 034, იმერეთში - 1 640.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 340 330-ს შეადგენს. აქედან 321 928 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 682 გარდაიცვალა.