logo
ENG



კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

16 აპრ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 ტესტი, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.04 %.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: 

  • თბილისი 641 
  • აჭარა - 97
  • იმერეთი - 52
  • ქვემო ქართლი - 44
  • შიდა ქართლი - 38
  • გურია - 27
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109
  • კახეთი - 36
  • მცხეთა-მთიანეთი - 22
  • სამცხე-ჯავახეთი - 5
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

 


close დახურვა