საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 29 032 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 16 256 ანტიგენი და 12 776 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 607. რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 83,
- იმერეთი - 103,
- ქვემო ქართლი - 57,
- შიდა ქართლი - 40,
- გურია - 12,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109,
- კახეთი - 46,
- მცხეთა-მთიანეთი - 15,
- სამცხე-ჯავახეთი - 24,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.