საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 11 126 აცრა ჩატარდა, სრულად აცრილია 161 542 ადამიანი.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღე-ღამეში 20 661 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 041 ანტიგენი, 10 620 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, დღიურია 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის - 7.68 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 701, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 392,
- იმერეთი - 130,
- ქვემო ქართლი - 85,
- შიდა ქართლი - 50,
- გურია - 31,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101,
- კახეთი - 87,
- მცხეთა-მთიანეთი -29,
- სამცხე-ჯავახეთი - 43,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.