logo
ENG



კორონავირუსის 234 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,47%-ია

07 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 234-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 349 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 919 კვლევა, აქედან 6 210 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 709 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,47%-ია, ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,56%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 135 შემთხვევა;
  • აჭარა - 10;
  • იმერეთი - 27;
  • ქვემო ქართლი - 4;
  • შიდა ქართლი - 23;
  • გურია - 7;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12;
  • კახეთი - 12;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 556 აქტიური შემთხვევაა. 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 163, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 328 პირი, აჭარაში - 543, იმერეთში - 734.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 851-ს შეადგენს. აქედან 266 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 576 გარდაიცვალა.


close დახურვა