საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 20 845 აცრა ჩატარდა. 5 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში 41 885 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 24 184 ანტიგენი და 17 701 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 652 შემთხვევა, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 601,
- იმერეთი - 400,
- ქვემო ქართლი - 197,
- შიდა ქართლი - 155,
- გურია - 93,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190,
- კახეთი - 187,
- მცხეთა-მთიანეთი -84,
- სამცხე-ჯავახეთი - 89,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.