logo
ENG



კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,32%-ია

10 მარ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,32%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 513-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 96 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა, აქედან 14 103 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 024 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,32%-ია, ბოლო 14 დღის - 1,5%, ბოლო 7 დღის - 1,83%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 264 შემთხვევა;
  • აჭარა - 30;
  • იმერეთი - 88;
  • ქვემო ქართლი - 15;
  • შიდა ქართლი - 44;
  • გურია - 15;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26;
  • კახეთი - 16;
  • მცხეთა-მთიანეთი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.​

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 900 აქტიური შემთხვევაა. 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257. მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში - 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 - აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 273650-ს შეადგენს. აქედან 267111 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3613 გარდაიცვალა.

 

close დახურვა