საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 20 394 ანტიგენი, 11 588 - PCR.
დღეს გამოვლენილი 776 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 359. რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 79,
- იმერეთი - 81,
- ქვემო ქართლი - 56,
- შიდა ქართლი - 13,
- გურია - 20,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84,
- კახეთი - 30,
- მცხეთა-მთიანეთი - 41,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.