logo
ENG



კორონავირუსის გამო, საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

24 თებ 202008:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იტალიის მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვისთვის აუცილებელი ყველა რჩევა და განკარგულება გაითვალისწინონ. გაფრთხილების შესახებ განცხადება საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის გარდა, უმჯობესი იქნება თუ მოქალაქეები საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავს შეიკავებენ და დაიცავენ ჰიგიენის წესებს. ბოლო ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 150-ს აჭარბებს. 


close დახურვა