logo
ENG



კორონავირუსის გამო მსოფლიო კულტურული და სპორტული ღონისძიებების გრაფიკმა გადაიწია

13 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში კულტურული და სპორტული ღონისძიებების გრაფიკში ცვლილებები შეიტანა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში ნიუ-იორკში ბროდვეის თეატრი დაიხურა. ტურისტებს აღარ შეუშვებენ კაპიტოლიუმშიც; სტუმრების მიღებას შეწყვეტს კალიფორნიის დისნეილენდიც. 

კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბების გამო, ასევე დაიხურა ბარსელონის სიმბოლო საგრადა ფამილია. ჩაიშალა კინოფილმების პრემიერები. მათ შორის გადაიწია ფორსაჟის ახალი სერიის კინეკრანებზე გამოსვლის თარიღმაც.

დროებით გადაიდო ჩემპიონთა ლიგის რამდენმე მატჩიც და დროებით შეაჩერა თამაშების სეზონი ამერიკის ჰოკეის ეროვნულმა ლიგამაც. 


close დახურვა