logo
ENG



კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ

12 მაი 202013:13
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ცნობილმა მუსიკოსებმა მორიგი საქმელმოქმედო ტელემარათონი გამართეს და სიღარიბესთან გასამკლავებლად 115 მილიონი დოლარი მოიზიდეს.

შოუში სახელწოდებით "ადექი ნიუ-იორკო" მონაწილეობა ბილი ჯოელმა, მერაია ქერიმ, სტინგმა, ჯენიფერ ლოპესმა და სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა მიიღეს. 15 მაისიდან ნიუ იორკში შესაძლოა ის ბიზნესები გაიხსნას, რომლებიც ვირუსის გასავრცელებლად ნაკლებ საფრთხეს შეიცავენ. 


close დახურვა